Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685842&print=yes&view=jobs
 
საინჟინრო განყოფილების უფროსი ზედამხედველი - სიღნაღი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო განყოფილების უფროსი ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საინჟინრო განყოფილების ზედამხედველობა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის შეფასება.
** ყოველდღიური 15 წუთიანი შეხვედრების წარმართვა სტანდარტების მიხედვით.
** სამუშაო დღის გეგმის შედგენა და თანამშრომლებთან გაზიარება, რათა დარწმუნდეს რომ დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოებო დროულად და ხარისხიანად არის შესრულებული .
** სასტუმროს და მიმდებარე ტერიტორიის პერიოდული შემოვლების განხორციელება, რათა გამოვლენილ იქნას ტექნიკური ხარვეზები, რომელთა დროული გამოსწორება არის საჭირო სასტუმროს მაღალი სტანდარტებით ოპერირებისთვის და შედის ტექნიკური განყოფილების პასუხისმგებლობაში.
** აღჭურვილობის, იარაღების და დანადგარების კონტროლი. ზემოხსენებული ინვენტარის გამოყენებაზე პროცედურების შემუშავება და ამ პროცედურების აღსრულების მონიტორინგი.
** სახარჯი მასალების და სათადარიგო ნაწილების მონიტორინგი, საწყობში საჭირო რაოდენობების კონტროლი.
** თანამშრომლების მიერ გასახარჯი მასალების და ინვენტარის რაოდენობის კონტროლი.
** საწყობის ყოველთვიური ინვენტარიზაცია, სხვაობების გამოძიება/გარკვევა და ფინანსურ განყოფილებასთან რეპორტინგის წარმოება აღნიშნულთან დაკავშირებით.
** დეპარტამენტის ოპერირებისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება.
** სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა.
** სტრატეგიულად დაგეგმილი ქმედებების უწყვეტ რეჟიმში განხორციელება, საინჟინრო განყოფილების მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით.
** ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება თანამშრომლებისთვის. გუნდური მუშაობის პრინციპებისა და თანამშრომელთა მოტივაციის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო და პიროვნული უნარ-ჩვევები :

** სასტუმროს საინჟინრო განყოფილებაში უფროსი ზედამხედველის, ან ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
** ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** თანამშრომელთა სწავლებისა და დატრენინგების გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საინჟინრო განყოფილების უფროსი ზედამხედველი"

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია