|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
აი სი არ თრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ზუგდიდში.
ლოკაცია: სავაჭრო ცენტრი "ზუგდიდი მოლი" (კოსტავას 28) - "კორსო იტალია"
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით, 2 დღე დასვენება (დღის მანძილზე 8 საათიანი სამუშაო განრიგით).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
** სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1000-1200 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული + ბონუსის საშუალო მოცულობით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობა (ერთი ან რამდენიმე) და შეავსოთ სხვა დანარჩენი ველები: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewfo
rm?usp=header
ასევე შესაძლებელია თქვენი რეზიუმე გაგვიზიაროთ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@icr.ge.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge
|
|
|
|