Робота для біженців з України
თავშესაფრის მორიგე დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თავშესაფრის მორიგე დიასახლისი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სერვისის ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: თავშესაფრის მორიგე დიასახლისი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დატვირთვა: ცვლაში მორიგეობა

საქმიანობის ძირითადი მიზანი: თბილისის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მორიგე დიასახლისი ზედამხედველობას უწევს თავშესაფარში არსებული წესების (შინაგანაწესის) დაცვას, უზრუნველყოფს შინაგანაწესის მიხედვით ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება-განხორციელებას, მეთვალყურეობას უწევს დაწესებულების მატერიალურ ფასეულობებს. ეხმარება ბენეფიციარ დედებს ბავშვების მოვლა-აღზრდის პროცესში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** თავშესაფრის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
** ბენეფიციარებთან შეთანხმებით შესაძენი პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებებისა და ბენეფიციარებისთვის საჭირო სხვა ძირითადი მომხმარების ნივთების ნუსხის მომზადება და ლიდერისთვის მიწოდება;
** ბენეფიციარებისთვის საჭირო კვების პროდუქტების, საყოფაცხოვრებო და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა და აღრიცხვა;
** დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარების კვების პროცესის ორგანიზება/ზედამეხდეველობა, ასევე, პროცესში ბენეფიციარების მხარდაჭერა.
** ბავშვთა მოვლის საგნების ვარგისიანობისა და სისუფთავის ხარისხის კონტროლი; საკვები პროდუქტების შენახვის პირობების დაცვა და მონიტორინგი;
** თავშესაფარში ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი დედების დახმარება ბავშვების აღზრდა-მოვლის პროცესში და გაუწის მათ მხარდაჭერა მშობლის უნარების განვითარებაში;
** საჭიროებისამებრ ბენეფიციარი დედების დახმარება აღსაზრდელთა პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვაში;
** ბენეფიციარი დედის მორიგეობის, ავადმყოფობის, პროფესიული გადამზადების ან დედის სხვა საჭიროების დროს, ბავშვის აღზრდასა და მოვლაზე ზრუნვა;
** დაწესებულების (თავშესაფრის) მატერიალურ ფასეულობების მეთვალყურეობა და საყოფაცხოვრებო ნივთების მოვლა/შენახვის კონტროლი;
** პროექტის სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე