Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685774&print=yes&view=jobs
 
ტენდერი პროდუქციის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი პროდუქციის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს საკვები პროდუქტების, ჰიგიენის და საწმენდი საშუალებების მომწოდებელ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ოჯახის გაძლიერების პროექტისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის პროდუქციის გრძელვადიანი მოწოდების მიზნით.

საკვები პროდუქტები, ჰიგიენის და საწმენდი საშუალებები.

შესასყიდი პროდუქცია მოიცავს: საკვებ პროდუქტებს (ხორცისა და ზღვის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ბურღულეული, მინერალური წყლები და წვენები, კონსერვირებული ნაწარმი და ტკბილეული), საწმენდ და ჰიგიენის საშუალებებს (სარეცხი და სახეხი ფხვნილები, ჰიგიენის და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალება).

შემოთავაზებული ფასების შესადარისობის მიზნით შექმნილია ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლის ნუსხა (დანართი), რომელიც დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ და წარმოადგინონ სხვა დოკუმენტებთან ერთად. დანართის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამავე ვებ-გვერდიდან.

დანართში მითითებული პროდუქციის სია შეკვეთის გაფორმებისას შეიძლება შეიცვალოს დამკვეთსა და მომწოდებელს შორის ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე.

შესასყიდი პროდუქციის მიწოდების პირობები განსაზღვრულია დამკვეთის მიერ და ითვალისწინებს საქონლის მიწოდებას განაცხადის საფუძველზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (ამონაწერი)
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე აღირიცხება დავალიანება ან შედარების აქტი;
** შევსებული დანართი - ფასთა ჩამონათვალი.

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წელი
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ, როგორც "საკვები პროდუქტები, ჰიგიენის და საწმენდი საშუალებები", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 დეკემბერი, 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-4 პლატო, ავთო ვარაზის ქ. N40. 0183, თბილისის SOS ბავშვთა სოფელი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariam.gogitidze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია