Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685726&print=yes&view=jobs
 
პირისპირ კვლევის ინტერვიუერი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირისპირ კვლევის ინტერვიუერი
მომწოდებელი: ინოვა
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ინოვა" 15 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ემსახურება კლიენტებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებიდან ბიზნესის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით.

ამჟამად ვეძებთ პირისპირ კვლევის ინტერვიუერებს საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ჩაერთვებიან სხვადასხვა კვლევით პროექტებში და განახორციელებენ რესპონდენტების გამოკითხვას "კარდაკარის" პრინციპით — ადგილობრივ მოსახლეობასთან პირისპირ ინტერვიუების ფორმატში.

ვის ვეძებთ:

** ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ კვლევითი საქმიანობა და პირისპირ კომუნიკაცია რესპონდენტებთან;
** ენერგიულ, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პირებს;
** მათ, ვინც სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას;
** პასუხისმგებლობიან პირებს, რომლებიც გამართულად და ზუსტად შეძლებენ საველე ინფორმაციის შეგროვებას.

რას გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, მიიღო გამოცდილება რეალურ კვლევით პროცესში;
** მოქნილ, პროექტულ დასაქმებას;
** შანსს, გახდე "ინოვას" ინტერვიუერთა გუნდის მუდმივი წევრი და მიიღო მონაწილეობა მომავალ პროექტებში;

სამუშაოს ფორმატი: პირისპირ, კარდაკარ სამუშაოები

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება პროექტის მიხედვით (საშუალოდ დღეში 50 ლარი)
ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი

*პროექტი ხორციელდება როგორც თბილისში, ასევე დიდ ქალაქებში- ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, შესაბამისად კანდიდატები მიიღებიან მთელი საქართველოდან, რეგიონების კვლევის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და შესაბამის ტექნიკურ მხარდაჭერას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@innova.ge. წერილის თემაში მიუთითე: "ინტერვიუერი - ქალაქის დასახელება" (მაგალითად: ინტერვიუერი - ქუთაისი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია