|
დასახელება:
შშმ პირების პერსონალური ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ხელი ხელს
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას, თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების და ზრდასრულების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობა:
** ბენეფიციართან ბინაზე ვიზიტი და ბუნებრივ გარემოში მხარდაჭერა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა;
ფუნქცია/მოვალეობები:
** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით: დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენის, ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების) განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოება დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების ანგარიშგება;
ორგანიზაცია იზრუნებს:
** თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები და სუპერვიზია)
** პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე
მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში (სასურველია);
ანაზღაურება:
** სტაჟირების პერიოდი (1/2 თვე) - საათში 6 ლარი
** სტანდარტული ანაზღაურება - საათში 8 ლარი (ხელზე ასაღები)
გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: 598 98 01 71, 592 06 59 67, 551 35 05 04
ელფოსტა: Handinhandg@gmail.com
|
|
|
|