Робота для біженців з України
ლაზეროთერაპევტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: ესთეტიკის ცენტრი კალისია
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
"კალისია - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი", რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში. ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.

პოზიცია: ლაზეროთერაპევტი

შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა!

ძირითადი მოვალეობები: პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარება; მაღალ ხარისხზე მუდმივი ზრუნვა; პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა; პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა; დადგენილი ჰიგიენური ნომების დაცვა.

სამუშაო ლოკაცია: თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა;
სამუშაო საათები: 10:00-20:00;
სამუშაო დღეები: 15-20 სამუშაო დღე (დღეგამოშვებით);
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე calisiabatumihr@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ლაზეროთერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე