|
დასახელება:
ადვოკატის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
საადვოკატო ბიურო
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე (გამოცდილების გარეშე).
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისთან
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი
სამუშაო დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ვაკანსიის განთავსების ვადა: 14 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** განცხადებების, ხელშეკრულებების, საჩივრების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და დამუშავება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა/მონაწილეობის მიღება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების/შესაგებლების/საჩივრების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);
** უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია;
** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** სამართლებრივი საკითხების კვლევა, ნორმატიული აქტების და სასამართლო პრაქტიკის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება (საბაკალავრო ხარისხი).
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ადვოკატის ლიცენზია სისხლის ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
** სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით სავალდებულო არ არის.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info.iuristi@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|