"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში" ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტში, ბუღალტერს ვეძებთ:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საბუღალტრო ოპერაციის (შემოსავალი, ხარჯი, აქტივები, ვალდებულებები) ზუსტი ასახვა
** ყოველდღიური ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების სისწორის კონტროლი
** ხელშეკრულებების, ინვოისებისა და აქტების შემოწმება
** მონაცემების მიწოდება მთავარ ბუღალტრისა და მენეჯმენტისთვის
** შემოსავლებისა და ხარჯების სისწორის შემოწმება
** ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნეს ადმინისტრირების ან ბუღალტერიის ბაკალავრი
** ბუღალტრად ან აუდიტორიულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2-C1 დონეზე
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური უნარები
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა!
https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/0DWH
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
|