|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ასემოდი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
შპს "ასემოდ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (სამედიცინო სახარჯი მასალები) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ნაშთების კონტროლი;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** ფასთა შედარება და მოლაპარაკებების წარმოება;
** შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, მომზადება და მონიტორინგი;
** ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი.
შესყიდვების მენეჯერისთვის სავალდებულოა:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
შესყიდვების მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, შატილის შესახვევი N3
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: info@gmt-pharma.com. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|