|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
თეისთ 33
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
შპს თეისთ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ვაკე, სკოლის კაფეტერია
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებელიან, კომუნიკაბელურ და ენერგიულ თანამშრომელს ვაკეში მდებარე კერძო სკოლის კაფეტერიისთვის. თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ მოწესრიგებული და პოზიტიური - ეს ადგილი შენთვისაა!
მთავარი მოვალეობები:
** ბავშვებთან და მასწავლებლებთან სათანადო, მეგობრული კომუნიკაცია
** პროდუქციის შეთავაზება
** პროდუქციის სწორად განთავსება დახლზე
** სისუფთავის და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში სხვა წვრილმან საქმეებში დახმარება
** ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** პოზიტიური დამოკიდებულება ბავშვებთან
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ გუნდში მუშაობას
** ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო განაკვეთი:
** ორშაბათი-პარასკევი
** 09:00-დან 16:30-მდე
ანაზღაურება: დღეში 60 ლარიდან
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე:
vacancies.taste33@gmail.com
P.S. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
|
|
|
|