Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, აცხადებს ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას.

ადმინისტრაციული ასისტენტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის კოორდინატორისა და გუნდის მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ოფისში მომსვლელ ვიზიტორთა დახვედრა და შესაბამის სპეციალისტთან დაკავშირება;
** შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების დაოქმება საჭიროების შემთხვევაში;
** დოკუმენტების მომზადება და საჭიროების მიხედვით;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო კომპონენტის ტექნიკური მხარდამჭერ პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის განკუთვნილი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტის საქმიანობისთვის საჭირო შესყიდვები შიდა ორგანიზაციული ფინანსური რეგულაციების დაცვით;
** საოფისე და სამეურნეო ნივთების მარაგების უზრუნველყოფა და საჭიროების მიხედვით შესყიდვა;
** ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის წარმოება და ბენეფიციარების შესახებ ყოველთვიურად სწორი რაოდენობრივი მონაცემების ასახვა პროგრამაში;
** სახელმწიფო მონაცემთა ბაზის წარმოება და რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ასახვა;
** ბენეფიციარ მშობლებთან კომუნიკაცია, დოკუმენტების დროულ მოწოდებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებზე, როგორიცაა ხელშეკრულების გაფორმება, დამატებითი შეთანხმებების გაფორმება და სხვა;
** მოთხოვნისამებრ, პროგრამის ბენეფიციარების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიწოდება პროგრამის სუპერვაიზორისა და/ან კოორდინატორისთვის;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** ასისტენტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი
** თვითმოტივაცია და ინიციატივა
** ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალობა
• წერითი უნარ-ჩვევები
• SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმებას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე