|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კამპა
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
საწარმო "კამპა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
** ხელფასი: კონკურენტული
** ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან
** პასუხისგება: პასუხისმგებელია დირექტორის მოადგილესთან
** დაქვემდებარება: დაქვემდებარებაში ეყოლება 2 პირი - საწყობის მუშები და შიდა ტრანსპორტირების მძღოლები
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მომუშავე ადამიანური რესურსის მართვა. დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება და მიმდინარე დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** საწყობში პროდუქციის განსაზღვრული წესის დაცვით მიღება, კლასიფიკაცია, დასაწყობება, დასტიკერება, პროგრამულად მიღება და ასახვა;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის მიღება, პროგრამულად ასახვა და სწორი სორტირება;
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების, ვიზუალური მხარისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად დამუშავება და სადისტრიბუციოდ გამზადება;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად და წესის შესაბამისად გაცემა - დატვირთვისა და გაშვების უზრუნველყოფა;
** კომპანიის კურიერების დაცლა/დატვირთვის კონტროლი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია);
** გადაწყვეტილების მიმღები პირი;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი და ორგანიზებულობა.
რას გთავაზობთ:
** ტრანსპორტირება;
** კვება;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: k.tvalavadze@campa.ge ან დარეკეთ 577900128
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
|
|
|
|