|
დასახელება:
ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი - დამწყები
|
| მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა.
კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aacc.ge/
AACC პარტნიორი კომპანია "სუფთა სახლისთვის" დამწყები ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე გუნდის ახალ წევრს ეძებს.
რას გთავაზობთ?
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00 - 18:00 სთ);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36, ბიზნეს ცენტრი-სუფთა სახლის სათავო ოფისი;
** ანაზღაურება: პოზიცია არის დამწყები დონის/Entry Level, დასაწყისში ანაზღაურება განისაზღვრება 1000 ლ NET;
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის განხორციელება (ბუღალტრული გატარებების წარმოება);
** საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სალაროს და საბანკო გატარებების წარმოება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების კონტროლი;
** ყოველდღიურ გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
მოთხოვნები, მოლოდინები:
** უმაღლესი განათლება - ახალი კურსდამთავრებული - საბანკო, ფინანსური, ბიზნესის, ბუღალტრული ან ეკონომიკის მიმართულებით;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** სტაჟირება ან დამატებითი პროფესიული კურსი ჩაითვლება უპირატესობად;
მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი-დამწყები".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|