|
დასახელება:
უფროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
|
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"- CTH აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის ვაკანტურ პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას. ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში (PEGASUS Airlines, Air Arabia,) GDM- კი შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით ფუნქციონირებს.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებების, მინდობილობების, წერილების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა სახელშეკრულებო ურთიერთობებში/მოლაპარაკებებში;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა (მათ შორის შრომით-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და სხვა საკითხებზე;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** სასამართლო წარმომადგენლობა;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებზე;
** დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება, (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით);
** შრომის სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მსგავსი მიმართულებით, იურისტად მუშაობის მინ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური (მინიმუმ B2 დონეზე), სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** აკადემიური წერის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cth.ge. აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან
სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|