Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685380&print=yes&view=jobs
 
გუნდის წევრი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"მაკდონალდსი" მსოფლიოში უმსხვილესი კვების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და საქართველოში 1999 წლის 5 თებერვლიდან ოპერირებს.

"მაკდონალდსი" კიდევ უფრო ვითარდება, ხსნის რესტორნებს, რაც გულისხმობს, რომ იზრდება კომპანია და იზრდება დასაქმების შესაძლებლობა.

ჩვენთან ყველა თანამშრომელი გუნდის წევრის პოზიციიდან შიდა დაწინაურების პრინციპით იზრდება და დღეს, სიამაყით ვაცხადებთ, რომ "მაკდონალდსს" აქვს 27 რესტორანი, რომლის დირექტორების 100% არის ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც შიდა დაწინაურების პოლიტიკით განვითარდა.

გაზაფხულზე ქალაქ თელავში მაკდონალდსის ახალი რესტორანი იხსნება, რაც შესანიშნავი შანსია მათთვის, ვისაც სურს საერთაშორისო, სტაბილურ და მეგობრულ გარემოში დაიწყოს ან განავითაროს კარიერა.

მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე თელავში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ: გუნდის წევრი ინსტრუქტორიმენეჯერი;
** სამოტივაციო პროგრამები - თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი; გუნდური კონკურსები, ექსკურსია;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები;

ანაზღაურება:

** საათობრივია და ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარი საათების რაოდენობაზე;
** საშუალო ანაზღაურება სრული სამუშაო განაკვეთის დროს შეადგენს 1200-1500 (გადასახადების ჩათვლით);
** საათობრივი ტარიფი მზარდია შიდა პოლიტიკით - პირველი გარანტირებული მატება მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ განხორციელდება;
** 23:00 - 06:00 მუშაობის პერიოდში განსაზღვრულია 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემთხვევაში განსაზღვრულია 50%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ოფიციალური დასვენების დღეს მუშაობის შემთხვევაში ორმაგი საათობრივი ანაზღაურება;
** ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. მაღალი სამუშაო შეფასების დროს, საშუალო თვიური ანაზღაურების 75%.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

გუნდის წევრი მონაწილეობას იღებს რესტორნის ყოველდღიურ ოპერაციებში. მისი ძირითადი სამუშაო ფუნქციებია:

** რესტორნის სტუმართა თავაზიანი მომსახურება და სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
** ბურგერებისა და სხვა პროდუქტების ბრენდის სტანდარტის მიხედვით მომზადება;
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა წესების დაცვა;
** სამუშაო სივრცისა და ლობის სისუფთავის უზრუნველყოფა;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.
** ადგილმდებარეობა: ქ.თელავი, შოთა რუსთაველის გამზირი #6

თუ დაინტერესებული ხარ ჩვენი ვაკანსიით და გსურს შემოუერთდე მაკდონალდსის გუნდს, შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6925adb0b2b9cd345eb00840

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია