Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685373&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Starring Georgia
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
შპს "სთარინგ ჯორჯია" წარმოადგენს გასართობი ინდუსტრიის ლიდერ კომპანიას საქართველოში. მისი მთავარი მისიაა ქვეყნის პოზიციონირება რეგიონში, როგორც კულტურისა და გართობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის.

კომპანიამ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიოში აღიარებულ არტისტებს, მათ შორის: Justin Timberlake, Bruno Mars, Imagine Dragons, Guns N` Roses და სხვა გამორჩეულ შემსრულებლებს.

შპს "სთარინგ ჯორგია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის N1.
** ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელების პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00)
** ყოველთვიური ანაზღაურება: 1700 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის ასახვა პროგრამულად;
** საკონცერტო სეზონზე კომპანიის ობიექტის საწარმოო პროცესის დროული პროგრამული ოპერირება: სარესტორნო პროგრამაში მუშაობა (შესყიდვების გაკეთება, ჩამოწერა, პროდუქტების შექმნა, კალკულაციების შეყვანა, მაგიდების შექმნა, მიმტანების ექაუნთების შექმნა და ა.შ.)
** კომპანიის ობიექტების მენიუში არსებული პროდუქტების კალკულაცია, ფასების დადგენა და სარესტორნო პროგრამაში ასახვა;
** კომპანიის ობიექტებში გაკეთებული აღწერების შედარება პროგრამულ მონაცემებთან მთავარ ბუღალტერთან კოორდინაციაში, მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო გატარებების ცოდნა;
** FMG საბუღალტრო ან სარესტორნო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office Excel-ის ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ტესტირება;
** გასაუბრება.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@bsa.gov.ge 2025 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "შპს სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743 რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მელიქიშვილის ქ. 1, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე info@bsa.gov.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია