Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: აგრო ფორსი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"აგრო ფორსი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე (სწავლება-სტაჟირება)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30

კომპანია აგრო ფორსის მიზანია ბაზარზე დანერგოს წამყვანი ბრენდების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია: სასუქები, სტიმულატორები, პესტიციდები, სამუშაო იარაღი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აგრეგატები.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

აპლიკანტების საყურადღებოდ: კომპანია არ განიხილავს დისტანციურად მუშაობას.

მოვალეობები:

** ფოტო-კონტენტის დამუშავება;
** არსებული დიზაინების მოდიფიცირება;
** სარეკლამო ბანერების დიზაინის მომზადება;
** სარეკლამო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება;
** ფაილის საბეჭდად მომზადება-კორექტირება;
** Facebook პოსტების დიზაინის მომზადება.

მოთხოვნები:

** CorelDRAW
** Adobe photoshop;
** Adobe illustrator;
** გამოცდილება
** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი/გამოცდილება: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შექმნისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის (მაგ., გენერაციული ხელოვნება, სცენარის დახმარება, კადრების გაუმჯობესება და ა.შ.).

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულს გარემოში სიტუაციის მართვა.

ანაზღაურება: 1 თვე 1300 ლარიდან 1500 ლარამდე (კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით); ხელფასის შემდგომი ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე