|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და Coffee shop "მასტერ კოფი"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას "Coffee shop "მასტერ კოფი"-ს ბარისტას პოზიციაზე;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე დასვენება, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება);
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პეკინი;
ანაზღაურება: 900 ლ (+ბონუსი 100ლ);
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპანიის სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა სახის ყავის მომზადება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** ყავის აპარატის მოვლა, წმენდა ინსტრუქციის შესაბამისად.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება სასურველია;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** მეგობრული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრეინინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბარისტა (პეკინი);
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|