|
დასახელება:
ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
East Point Tbilisi
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
სავაჭრო და გასართობი ცენტრი "ისთ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტროგანათების ხაზებისა და ობიექტების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით;
** ელექტროგაყვანილობის გამართულობის შემოწმება;
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ელექტრო ენერგიის ყოველდღიურ, დეკადურ და ყოველთვიურ ბალანსების მონიტორინგი;
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (სასურველია ენერგეტიკის მიმართულებით)
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში
** ელექტრული სქემების სიღრმისეული ცოდნა
** უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნა
პირობები:
** ანაზღაურება: 1800 ლარი ხელზე ასაღები
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
** გრაფიკი: მოძრავი
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის # 2
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე: vacancy@eastpoint.ge არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრისა. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ელექტრიკოსი".
|
|
|
|