Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685321&print=yes&view=jobs
 
Senior Full stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Senior Full stack დეველოპერი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
ვინ ვართ ჩვენ:

Webapp არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. Webapp აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.

თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!

ვაცხადებთ ვაკანსიას Senior Full stack დეველოპერის პოზიციაზე.

Senior Full Stack Developer პასუხისმგებელია თანამედროვე SaaS პლატფორმების დაგეგმვა-განვითარებაზე, მაღალი ხარისხის და მასშტაბირებადი Front-end (Angular) და Back-end (Node.js) არქიტექტურის შექმნაზე, API-ების ინტეგრაციასა და მონაცემთა ბაზების ეფექტურ მართვაზე. უზრუნველყოფს კოდის სტანდარტებს, ტესტირებასა და სისტემის ოპტიმიზაციას, ასრულებს ტექნიკურ ანალიზს და მონაწილეობს პროდუქტის განვითარების სრული ციკლის პროცესებში. აქტიურად თანამშრომლობს დეველოპერების, პროდუქტისა და QA გუნდებთან, ახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინიციატივებს სისტემების უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამედროვე SaaS პლატფორმების განვითარება და ოპტიმიზაცია - Front-end (Angular) და Back-end (Node.js) მიკროსერვისული არქიტექტურის ფარგლებში.
** მაღალი ხარისხის, სტაბილური და მასშტაბირებადი კოდის წერა, refactoring და არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღება.
** RESTful და GraphQL API-ების დაგეგმვა, შექმნა და ინტეგრაცია.
** მონაცემთა ბაზებთან (SQL/NoSQL) მუშაობა, სქემების დაგეგმვა და შესრულების ოპტიმიზაცია.
** DevOps პროცესებში მონაწილეობა: CI/CD პაიპლაინების მხარდაჭერა, cloud გარემოში (AWS / GCP / Azure) მუშაობა, საბაზისო კონფიგურაციები.
** კოდის ხარისხის უზრუნველყოფა - code review, unit და integration ტესტების დაწერა.
** UX/UI გუნდთან, Product Owner-ებთან და QA სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად.
** არსებული სისტემების ანალიზი, გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Angular (v12+) - კომპონენტების არქიტექტურა, RxJS, state management (NgRx ან მსგავსი).
** Node.js - Nest.js ან Express.js ჩარჩოებთან სამუშაო გამოცდილება.
** JavaScript/TypeScript-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** რელაციური და არარელაციური მონაცემთა ბაზები (PostgreSQL, MongoDB და სხვა).
** REST/GraphQL API არქიტექტურების ცოდნა.
** Version control (Git) - branching სტრატეგიები, pull request-ების მართვა.
** Containerization (Docker) ძირითადი პრინციპები; Kubernetes ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** Cloud სერვისების გამოცდილება (AWS / GCP / Azure).
** ტესტირების ჩარჩოები (Jest, Jasmine, Karma ან სხვ.)

აუცილებელი უნარები და გამოცდილება:

** პროგრამული არქიტექტურის აზროვნება და რთული სისტემების სწორად დიზაინის უნარი.
** პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის კოდის სტანდარტების დაცვა.
** გუნდური მუშაობის უნარი - კომუნიკაცია, ცოდნის გაზიარება, code review-ში ჩართულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალ დონე და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება.
** ინოვაციური მიდგომა და ინიციატიულობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში.

სამუშაო გარემო და პირობები: საოფისე გარემო

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: თბილისი. პოლიტკოვსკაიას 57.
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: hr@webapp.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია