Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: LM-Alliance
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია შპს "LM-Alliance" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი 1000+
** კარიერისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, მეგობრულ და პროფესიონალთა გუნდში,
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო;
** სრული განაკვეთი (10:00-18:00); ოფიციალური არდადეგები - დასვენება;
** ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენიგი მუშაობის დაწყებამდე;
** კომფორტული ოფისი;
** მეგობრული, დინამიკური და ენერგიული გარემო.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ენების კარგი ცოდნა აუცილებელია: ქართულ - ინგლისური - რუსული, თავდაჯერებული ზეპირი მეტყველება, საქმიანი მიმოწერის უნარი

ზოგადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის უნარები, საოფისე პროგრამები, Outlook;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და მონდომება;
** თავდაჯერებული და მკაფიო მეტყველება;
** შემოქმედებითობა, ორგანიზებულობა
** პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები;
** ფოკუსირება დეტალებზე - ხარისხი და სიზუსტე

პროფესიული მოთხოვნები:

** დოკუმენტების მართვა და საქმიანი მიმოწერა;
** მენეჯერის დავალებების სწრაფი შესრულება;
** საოფისე მუშაობის კოორდინაცია;
** ორგანიზაციის საქმიანობის ოპერატიული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** საკადრო დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება, მისი აღრიცხვა და შენახვა;
** ვიზიტორთა მიღება

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: geinfo@lm-alliance.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გმადლობთ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე