|
დასახელება:
საცალო სესხების საკრედიტო ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
სილქ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისის საკრედიტო დეპარტამენტის საცალო სესხების განყოფილებაში, საცალო სესხების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს.
სამუშაო ადგილი: ქუთაისის სერვის ცენტრი
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა/კორპორაციული სატელეფონო ლიმიტი
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** ბაზების დამუშავება და შეთავაზებების განხორციელება;
** სხვადასხვა ორგანიზაციებში პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება;
** საცალო საკრედიტო პროდუქტების განაცხადების მიღება, დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა და სესხის გაცემაში მონაწილეობის მიღება;
** საკრედიტო პორტფელის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება);
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში, სასურველია დაკრედიტების მიმართულებით.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით, ფიქსირებულ ხელფასს დამატებული მოქნილი საბონუსე სქემა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს "სილქ ბანკმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ ბანკის" ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 დეკემბერი
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|