Робота для біженців з України
კომერციული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფეინთ ჰაბ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
"ფეინთ ჰაბ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომერციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

"ფეინთ ჰაბ ჯორჯია" არის ინდუსტრიული საღებავების მიმწოდებელი კომპანია საქართველოში, რომელიც აერთიანებს ევროპის წამყვან მწარმოებელ ბრენდებს. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ პიროვნებას, რომელიც მზად არის დაიწყოს კარიერა სამშენებლო სექტორში და განვითარდნეს დინამიურ გარემოში.

ჩვენ ვეძებთ შენნაირ ადამიანს, თუ:

** მზად ხარ მუდმივი განვითარებისათვის და არ გეშინია სიახლეების
** კომუნიკაციის შენეული სტილი დაგეხმარება კლიენტებთან ურთიერთობაში
** გაგაჩნია ანალიტიკური უნარი
** პასუხისმგებლობიანი და ენერგიული ხარ
** გსურს დაიწყო და აიწყო კარიერა რეალურ ბაზარზე

ანაზღაურების მოდელი

** სტაჟირების პერიოდი (1 თვე) — ფიქსირებული 500 ლარი
** ამ პერიოდის განმავლობაში გაყიდვებიდან ბონუსი 5%
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი 5%

სამუშაო მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების (კომპანიები/პროექტები) მოძიება, კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიების/პროექტების მონაცემებთა ბაზაში შეყვანა
** დამკვეთებისთვის შესაბამისი საღებავების სისტემის შედგენა და შეთავაზება
** შეხვედრების დაგეგმვა/განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ორივე ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Google Docs/Sheets)
** პოზიცია ღიაა როგორც გამოცდილების მქონე, ასევე დამწყები კანდიდატებისთვის

პიროვნული თვისებები, რომლებსაც ვაფასებთ:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები
** პუნქტუალობა და ოპერატიულობა
** გუნდური თანამშრომლობის უნარი
** პოზიციის პირობები
** ოფიციალური დასაქმება
** მობილური კავშირის ანაზღაურება
** ბონუს სისტემა - დამატებითი ანაზღაურება მაღალი შედეგებისა და მიღწევების შემთხვევაში
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა

გრაფიკი:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00 (1 საათი შესვენება)
შაბათი კვირა - დასვენების დღე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ტარიელის ქ N11

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტის მისამართზე: info@painthub.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე