Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685069&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიგრაფი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
სასტუმრო "ეპიგრაფი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, რევაზ თაბუკაშვილის 38ა
სამუშაო გრაფიკი: 07:00-13:00
ანაზღაურება: 1100 NET

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 6 თვე);
** სანიტარული ნორმების ცოდნა;
** სამზარეულოს პროფესიული ინვენტარისა და აღჭურვილობის გამოყენება;

ძირითადი მოვალეობა:

** ყოველდღიური მენიუსთვის საკვების მომზადებაში მონაწილეობა;
** პროდუქტების სათანადო პირობებში შენახვა და როტაციის წესების დაცვა;
** გამოყენებული პროდუქტების ყოველდღიური აღრიცხვა;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერა;
** ჰიგიენური და სანიტარული წესების დაცვა სამუშაო პროცესში;
** HACCP ჟურნალის მონიტორინგი;
** ნარჩენების სწორად შეგროვება/შენახვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციასა და გენერალურ დალაგებაში მონაწილეობა;

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: romankodiana3468@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია