Робота для біженців з України
ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად მართოს წარმოების პროცესი და უზრუნველყოს ცვლის შეუფერხებელი მუშაობა.

მთავარი მოვალეობები:

** სასმელების ჩამოსხმის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი;
** წარმოების პროცესის შეუფერხებელი და სწორი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესების მონიტორინგი და მართვა ცვლის განმავლობაში;
** წარმოების გეგმებისა და დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
** ცვლისთვის საჭირო მასალებითა და რესურსებით უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესში შეფერხებების დროული გამოვლენა და ოპერატიული რეაგირება;
** პროცესების გაუმჯობესების მიზნით მეთოდებისა და გეგმების შემუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება სასურსათო ან სასმელების წარმოებაში;
** გამოცდილება ცვლის ან ადამიანების ჯგუფის მართვაში;
** სასმელების ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესისა და აღჭურვილობის ცოდნა — ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა — სასურველია;
** ტექნიკური განათლება — უპირატესობა;
** მუშაობის შესაძლებლობა ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლებში.

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებასა და ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს.
** მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 591 14 82 22.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე