|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: 3000 - 3500 ლარი;
ფუნქცია მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციისათვის დოკუმენტების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
** შვილობილი კომპანიების ბუღალტრული მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Oris პროგრამის ცოდნა სავალდებულოა;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
|
|
|
|