Робота для біженців з України
უნივერსალური ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური ოპერატორი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმის ფილიალი

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მომსახურების გაწევა ბანკში არსებული მომსახურების წესებისა და სტანდარტების შესაბამისად (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა, ვალუტის კონვერტაცია, კომუნალური გადასახადები საბიუჯეტო და კომერციული გადარიცხვები და სხვა);
** კლიენტებისთვის ანგარიშების გახსნის/დახურვის პროცედურების შესრულება და ანგარიშების მართვა (უნაღდო და ნაღდი ოპერაციების წარმოება);
** მომხმარებლებისთვის ბანკში არსებული პროდუქტების შეთავაზება და საბანკო პროდუქტების გაყიდვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება და ეფექტური მომსახურება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბანკო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** უპირატესობა მიენიჭებათ ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის მიმართულების განათლების მქონე პირებს;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა.

კანდიდატები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@silkbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბათუმი უნივერსალური ოპერატორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 დეკემბერი.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე