|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონსულტანტი, ქალაქში - თბილისი.
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში არსებული პროდუქციის რეალიზება;
** მომხმარებელთა მაღალ დონეზე მომსახურება კომპანიაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვების განხორციელებამდე, აღნიშნული პროდუქტის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებლის თანდასწრებით მისი განყუთვა და შემდგომ ქარხნულად შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილი სხვადასხვა აქციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/xrxwrmt3w3oefyl5
|
|
|
|