Робота для біженців з України
E-Commerce მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: E-Commerce მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას E-Commerce მენეჯერის პოზიციაზე MACH & MACH-ისთვის.

MACH & MACH არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლუქს ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ესთეტიკით, დახვეწილი ხელსაქმითა და გამორჩეული, ფემინური დიზაინებით. ბრენდს აქვს ძლიერი პოზიცია გლობალურ ბაზრებზე და წამყვან ლუქს პლატფორმებზე. ბრენდი აფათოებს ციფრულ გუნდს, რათა კიდევ უფრო განავითაროს გლობალური e-commerce მიმართულება.

E-Commerce მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება MACH & MACH-ის e-commerce პლატფორმისა და ონლაინ საცალო ეკოსისტემის მართვაზე, განსაკუთრებული აქცენტით Farfetch-ის ოპერაციებზე, შესრულებასა და მართვაზე.

პოზიცია მოიცავს პროდუქტის ატვირთვის მონიტორინგს, ფასების სიზუსტეს, ციფრულ მერჩენდაიზინგს, შეკვეთების პროცესების მონიტორინგსა და შესრულების ანალიტიკას, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ შეუფერხებელი, პრემიუმ ხარისხის ონლაინ შოპინგ-გამოცდილება.

კომპანიისთვის ვეძებთ ორგანიზებულ, ანალიტიკურ და პროაქტიულ E-Commerce მენეჯერს, რომელიც კარგად იცნობს ლუქს სეგმენტს, შეუძლია სწრაფ გარემოში მუშაობა და შეძლებს ონლაინ გაყიდვების მიმართულების სტრატეგიულ განვითარებას.

გთავაზობთ:

** მუშაობის შესაძლებლობას გლობალურად ცნობილ ლუქს ბრენდში;
** დინამიურ და სწრაფად მზარდ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ ზრდასა და საერთაშორისო ციფრულ გუნდთან თანამშრომლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ -18:00 სთ)
ანაზღაურება: 3, 500 - 4000 ლარი (Net) (კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** MACH & MACH-ის გლობალური e-commerce პლატფორმის ყოველდღიური ოპერაციების მხარდაჭერა ან მართვა;
** პროდუქტის ზუსტი მონაცემებით ატვირთვა: ზომები, აღწერები, ფასები, კონტენტი;
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მომხმარებლის გამოცდილების მონიტორინგი, checkout-ის, UX/UI-ის, ფუნქციონალის გაუმჯობესება;
** MACH & MACH-ის Farfetch ანგარიშის სრულფასოვანი მართვა;
** პროდუქტის ლისტინგების, გამოსახულებების, აღწერების, ფასებისა და ხელმისაწვდომობის ზედამხედველობა;
** ინვენტარის სინქრონიზაციის, შეკვეთების დამუშავების და ნაშთების განახლების ყოველდღიური კონტროლი;
** გაყიდვების, კატეგორიებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** ძირითადი KPI-ების მონიტორინგი: კონვერსია, AOV, CAC, არხების მომგებიანობა, პროდუქტის შედეგები;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგების მომზადება შესაბამისი რეკომენდაციებით;
** მჭიდრო თანამშრომლობა მერჩენდაიზინგის, მარკეტინგის, ლოჯისტიკის, ფინანსებისა და მომხმარებელთა ზრუნვის გუნდებთან;
** E-commerce ოპერაციების ბრენდის ლუქს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის თავისუფლად/მაღალ დონეზე ფლობა;
** Farfetch პლატფორმის მართვის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** 2-4 წლიანი გამოცდილება e-commerce, ციფრულ მერჩენდაიზინგში, ონლაინ საცალო გაყიდვებში;
** ლუქს რითეილის სტანდარტების ცოდნა და გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, სტრუქტურირებულობა, ორგანიზებულობა;
** სასურველია Shopify, Magento ან მსგავსი CMS პლატფორმების ცოდნა;
** გამოცდილება ლუქს მოდის, ფეხსაცმლის ან აქსესუარების ბრენდებთან;
** ERP/e-commerce სინქრონიზაციის, ინვენტარის ან შეკვეთების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის (http://www.stream.com.ge) რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე