Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია "მეგობრობის" მარკეტინგის დეპარტამენტისთვის ვეძებთ ხელმძღვანელს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 66ა.
განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში;
** ბაზრის ანალიზზე, კონკურენტების კვლევასა და მომხმარებლების ქცევის შეფასებაზე დაყრდნობით სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა;
** გაყიდვების გუნდთან სინქრონიზაცია და მათთვის საჭირო მარკეტინგული მასალების მომზადება;
** ბრენდის პოზიციონირების ფორმირება და განვითარება;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და ROI-ის მუდმივი ანალიზი;
** ბიუჯეტის ეფექტიანად განაწილება არხებსა და კამპანიებზე;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და სამიზნე აუდიტორიების კვლევა;
** რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** SEO, SEM, PPC კამპანიების კოორდინაცია;
** ვებანალიტიკა (Google Analytics, Meta Ads Manager);
** ღონისძიებების და სხვადასხვა აქტივობების კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში ან პიარის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** დარწმუნების უნარი;
** ლიდერობის უნარი;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე: https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_jwi0n/ და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე