Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684965&print=yes&view=jobs
 
ექიმი ქირურგი - ყაზბეგი, თიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ქირურგი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ქირურგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ყაზბეგი, თიანეთი
ბოლო ვადა: 07.12.2025
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ექიმი ქირურგის პოზიციაზე;
** სასურველია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციაში არსებული გაიდლაინების, პროტოკოლების და ინსტრუქციების შესაბამისად, პაციენტისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ინდივიდუალური სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების განსაზღვრა/ჩატარება;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის წარმოება, მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია