|
დასახელება:
ტენდერი აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
|
ტექნიკური დავალება (TOR) - პროექტის "ზრდასრულთა სოციალური ინკლუზიური ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში" ფინანსური აუდიტი
შესავალი
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" (HEAD) მიზანია, ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.
"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" (HEAD) იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ზრდასრულთა სოციალური ინკლუზიური ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში", რომელიც მიზნად ისახავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 ზრდასრულისთვის სოციალური ინკლუზიური ცენტრის მშენებლობას და გახსნას.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2022 წლის 22 მარტი - 2025 წლის 31 დეკემბერი
პროექტის ბიუჯეტი: 99, 489 დოლარი
"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" (HEAD) აცხადებს კონკურსს პროექტის "ზრდასრულთა სოციალური ინკლუზიური ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში", აუდიტორული მომსახურების შესასყიდად.
აუდიტი უნდა ჩაატაროს გარე დამოუკიდებელმა აუდიტორ (ებ)მა ამ ტექნიკური დავალების შესაბამისად. აუდიტორული კომპანიის შერჩევას ახდენს ორგანიზაცია "ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" (HEAD).
ტექნიკური დავალების მიზანი
პროექტის "ზრდასრულთა სოციალური ინკლუზიური ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში", ფინანსური ანგარიშის აუდიტი, აუდიტის საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.
კონკრეტული დავალება
პროექტის ფინანსური ანგარიშის აუდიტის ჩატარება, აუდიტის საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების, ნორმების შესაბამისად.
აუდიტი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუდიტისა და კონტროლის ზომებს:
** ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის შემოწმება.
** ფინანსური ანგარიშის შემოწმება, რომელშიც უნდა იყოს ნაჩვენები პროექტთან დაკავშირებული ყველა შემოსავალი და ხარჯი და რომლისთვისაც უნდა დადასტურდეს, რომ ყველა შემოსავლისა და ხარჯისთვის არის გათვალისწინებული ქვითრები.
** პროექტის მიერ გამოყოფილი თანხების მართვის შემოწმება (მოიცავს: პროექტის პარტნიორისთვის მიმდინარე საბიუჯეტო წელს ან პროექტის ვადის განმავლობაში გადაცემული პროექტის თანხებს; იმის შემოწმებას, თუ რამდენად იქნა თანხები სათანადოდ გამოყენებული პროექტის დაგეგმილი მიზნებისა და აქტივობების განსახორციელებლად).
** ფინანსური რესურსების, ხარჯების ეფექტიანობის შემოწმება (ეფექტური გამოყენება).
** პერსონალის ხარჯებისა და სოციალური უზრუნველყოფის შენატანების შემოწმება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი შეესაბამება ადგილობრივ სტანდარტებს, კანონიერად მოქმედებს პროექტის შესაბამის ქვეყანაში და, უპირველეს ყოვლისა, შეესაბამება კონტრაქტებს და კანონით გათვალისწინებულ შენატანებს.
** აუდიტორულ ანგარიშში აზრის გამოთქმა როგორც ფინანსური ანგარიშის, ასევე ორგანიზაციის მიერ თანამშრომლობის ხელშეკრულებით (საგრანტო ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და პროექტის სახსრების გამოყენების შესახებ.
ანგარიშის მომზადება - მომზადებულ უნდა იქნას ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) სტანდარტით განსაზღვრული ფორმატით.
აუდიტმა უნდა მოამზადოს აუდიტის სერტიფიკატები და წერილი მენეჯმენტისთვის, რათა ორგანიზაცია მათ მიაწვდის ყველა საჭიირო დოკუმენტაცია (პროექტის განაცხადი, პროექტის ხელშეკრულება, მათ შორის ფინანსური გეგმა და დაფინანსების გეგმაში ნებისმიერი ცვლილება და ყველა ჩანაწერი).
მეთოდოლოგია
** ჯგუფური და/ან ინდივიდუალური შეხვედრები, კონსულტაცია.
** მუდმივი კომუნიკაცია ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან, პროექტის გუნდთან.
პროდუქტი" ფინანსური აუდიტის ანგარიში, მომზადებული საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.
სპეციალური მოთხოვნები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს მხოლოდ, სერტიფიცირებულმა აუდიტორულმა კომპანიამ.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი ინგლისურ ენაზე, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
** სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი.
** ექსპერტის და შეფასების ჯგუფის ნებისმიერი სხვა წევრის რეზიუმე.
** პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ორგანიზაციების და/ან პროექტების აუდიტორული შემოწმების გამოცდილების შესახებ (მათ შორის ინფორმაცია პროექტის შინაარსის, დონორის, პროექტის ბიუჯეტის და პროექტის ქვეყნის შესახებ).
** მომსახურების დეტალური გეგმა (შემოთავაზებული მეთოდოლოგიის, მიდგომის და ვადების აღწერა, დაგეგმილი სამუშაო დღეების საერთო რაოდენობისა მათ შორის საველე ვიზიტების რაოდენობისა და ხანგრძლივობის ჩათვლით).
** მომსახურების ღირებულების ინვოისი;
** საჭიროების შემთხვევაში, წინადადებები და რეკომენდაციები ტექნიკური დავალების შესახებ.
შეთავაზებები, რომლებიც არ შეიცავს ზემოთ მითითებულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას და წარდგენილია ვადის გასვლის შემდეგ, არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კონკურსანტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
** გამოცდილება - 40 ქულა
** მომსახურების დეტალური გეგმა - 35 ქულა
** ინგლისურ და ქართულ ენებზე წერის და ძლიერი კომუნიკაციის უნარები - 25 ქულა
საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას (ინგლისურ ენაზე), 2025 წლის 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის 18:00 საათამდე მისამართზე: dzneladze.i.m@gmail.com დანიშნულებაში (subject) მიუთითეთ "კონკურსი აუდიტორული მომსახურეობის შესახებ".
სერვისის მიწოდების ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2025 - იანვარი, 2026
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღებისთვის დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ირმა ძნელაძე
ტელეფონი: 551620562
ელ-ფოსტა: dzneladze.i.m@gmail.com
"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" (HEAD)
|
|
|
|