|
დასახელება:
შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
I`m Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
ტურისტული კომპანია "I`m Georgia" ეძებს შემომყვანი ტურიზმის მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.
მოვალეობები:
** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;
** ჯავშნების მართვა, ვაუჩერების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** სასტუმროებთან, გიდებთან, მძღოლებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი);
** ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;
** შესაძლებლობას შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;
** კონკურენტულ ხელფასს და ბონუს სისტემას.
თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: info@iamgeorgia.com.ge - თემაში მიუთითეთ "შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი".
|
|
|
|