Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
შპს "ფოლადის სახლი" - საქართველოში ლითონის სამშენებლო მასალების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია (http://www.poladissakhli.ge) - აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილო - იუმაშევის ჩიხი 14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ბენეფიტები: კვება/სატელეფონო ლიმიტი

სამუშაოს აღწერილობა:

** გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესაბამისად საკუთარი დღის დაგეგმვა;
** ყოველდღიურ რეჟიმში ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისთვის;
** არსებულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება;
** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;
** კორპორაციულ კლიენტებთან აქტიური ურთიერთობა, შეხვედრებით, სატელეფონო საუბრებით და ელექტრონული მიმოწერით;
** კლიენტების საქმიანობის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული კლიენტის ჭრილში;
** კორპორაციული კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და დამუშავება;
** შესყიდვების დეპარტამენტთან კომუნიკაცია საჭირო პროდუქციის თაობაზე;
** გაყიდვების პროცესის სრული ზედამხედველობა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა გაყიდვების სფეროში არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გარკვეული შეხება სამშენებლო მასალების სფეროსთან;
** მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის და წარმოების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge; A.berinashvili@poladissakhli.ge, და თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე