|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ პროექტის მენეჯერს სიონის პრემიალური დასასვენებელი კომპლექსისათვის.
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** პროექტის სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** პროექტის გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი;
** ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: სასტუმროს ბრენდი/ოპერატორი, დამკვეთი, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები;
** ბრენდის (სასტუმროს ოპერატორის) მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება პროექტში;
** ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია;
** პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
** კონტრაქტორებისა და კონსულტანტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა: სატენდერო წინადადების მომზადება, განხილვა, მოლაპარაკებები და კონტრაქტორებთან შეთანხმება;
** კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
** შესაბამის უწყებებთან სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების კოორდინირება;
** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის სტატუს-რეპორტები მენეჯმენტისთვის და დამკვეთებისთვის);
** რეგულარული საიტ-ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** კომპლექსური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს განვითარების პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილებას;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|