|
დასახელება:
გარე გაყიდვების აგენტი TIR-Parks
|
| მომწოდებელი:
ამბოლი
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია "ამბოლი" წარმოდგენილია 21 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (ლილოს ბაზრობის მიმდებარედ);
სამუშაო საათები: 09:00-18:00 5 სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** გარე ლოკაციებზე (ავტოსადგომები-TIR-Parks) გაყიდვების განხორციელება;
** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორია;
** აუცილებელია აზერბაიჯანული ან თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/sstsnuhj45xgj0r9
|
|
|
|