Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684885&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი-ინგ/პორტ/ჰოლ/ფრ/ესპ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი-ინგ/პორტ/ჰოლ/ფრ/ესპ
მომწოდებელი: CMX Solutions
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ რომელიმე ენას ჩამოთვლილთაგან: ინგლისური, პორტუგალიური, ჰოლანდიური, ფრანგული ან ესპანური.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
სამუშაო განაკვეთი: სრული (თუმცა განიხილება კანდიდატები ნახევარ განაკვეთზეც)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება.
** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური, პორტუგალიური, ჰოლანდიური, ფრანგული ან ესპანური ენის ცოდნა - C1 დონეზე;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
** ტექნიკის და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
** რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია