Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
სს "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი- Gasa" რომელიც გამყვანი ტურიზმის მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია არის Pegasus Airlines-ისა და Air Arabia-ს ოფიციალური სავაჭრო აგენტი, გასა მომხმარებლებს სთავაზობს ავიაბილეთებსა და ტურისტულ პაკეტებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

თუ ბუღალტერია და ციფრები შენი საყვარელი საქმეა და ფიქრობ, რომ პროცესებს ორგანიზებულად მართავ -მაშინ გელოდებით! გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი, 10:00 - 18:00 მდე (ოფისიდან)
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 14 (სტამბა)
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში.
** ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა.
** თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად.
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება.
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია.
** შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურთან და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა.
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება BALANCE პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@gasa.ge
გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე