Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684854&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ემტექნიკსი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელი პირის მიერ გადაცემული ტექნიკის რაოდენობრივ სისწორეზე პასუხისმგებლობა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
** უსაფრთხო გადაადგილების/მიწოდების უზრუნველყოფა კომპანიის შოურუმებსა და მომხმარებლის და დილერის ლოკაციაზე;
** უსაფრთხო ოპერირება და სიჩქარის შეზღუდვის, პარკირების წესის დაცვა;
** სატრანსპორტო საშუალების მექანიკური გამართულობის შემოწმება სატრანსპორტო საშუალების დაძვრამდე და საწყობის მენეჯერის ინფორმირება ტექნიკის გამართულობის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ სატრანსპორტო საშუალებაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება (განხორციელებული ხარჯის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა);
** დატვირთვის/ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობის აღება მიბარებულ პროდუქციაზე;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აპლიკანტი იყოს 25 წელს ზემოთ (დაზღვევის მიზნებიდან გამომდინარე);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა 5 წლიანი გამოცდილებით;
** ნასამართლობის/ნარკოლოგიურის ცნობები.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი;
** ბონუსი: ყველა გატანილ ნივთზე 8 ლარი:
** დაზღვევა მინიმალური პაკეტით;
** ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 6 სამუშაო დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ მდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** შაბათს 10-15 საათამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 960129 2025 წლის 15 დეკემბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
გასაუბრება.

მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია