Робота для біженців з України
ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 684846_Attachment_4835232.zip
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" აცხადებს ტენდერს სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე.

გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 26 ნოემბერი
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 16 დეკემბერი 2025 წ
თანდართული ფაილები: დანართები: 1-5

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/
https://georgia.charita.cz/

უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "კიბოს პრევენციისა და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია წინამდებარე შესყიდვის განხორციელება.

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ინვენტარის დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია წინამდებარე განცხადების შესაბამის დანართში.

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

დანართი 1. განაცხადის ფორმა;
დანართი 2. შემოთავაზება;
დანართი 3. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა;

დამატებითი/გასაცნობი დოკუმენტაცია:

დანართი 4: ინვენტარის ტექნიკური სპეციფიკაცია;
დანართი 5: ხელშეკრულების ნიმუში.

ინვენტარის მოწოდების ადგილი: თბილისი.
ინვენტარის მოწოდების ვადა: 2025 წლის 20 დეკემბერი

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - "ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება" და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.

განაცხადის გაკეთების პროცედურები:

სატენდერო წინადადება - სავალდებულო/წარმოსადგენი დოკუმენტები:

** განაცხადის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
** შემოთავაზება - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
** დანართი N3 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა, შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
** ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან;
** ინვენტარის ტექნიკური მახასიათებლები (მაგ. საგარანტიო დოკუმენტაცია, ხარისხის სერტიფიკატები ა.შ.).

შენიშვნა: განაცხადები მიიღება, როგორც მთლიან ინვენტარზე, ასევე ცალკეულ პოზიციებზე.

განაცხადის გაკეთების ვადა და შერჩევის პროცედურა:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 16 დეკემბერი, 15:00 საათი (საქართველოს დროით).
- წინადადება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

** ღირებულება - 35%
** საგარანტიო პერიოდი - 35%
** ინვენტარის მოწოდების ვადები - 30%

შენიშვნა:

** შესყიდვის ობიექტი გრანტის სახით უნდა გადაეცეს "ბენეფიციარს", რისთვისაც "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მყიდველმა (ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი) საქართველოს მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი საქართველოს მთავრობისგან მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას.
** CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
** განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეულ განმცხადებელებთან დაკავშირება მოხდება ტენდერის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
** CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს განმცხადებლებს, რომლებიც არ იქნებიან შერჩეულნი.
** CCRG იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს სატენდერო პროცესი ნებისმიერი ვალდებულების ან პასუხისმგებლობის გარეშე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე