|
დასახელება:
გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
MKL Shipping
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
ამერიკული კომპანია "MKL Shipping"-ის საქართველოს წარმომადგენლობა ეძებს გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს.
"MKL Shipping" თანამშრომლობს ამერიკულ ავტოაუქციონებთან 15 წელზე მეტია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აწარმოებს მეორადი ამერიკული ავტომობილების იმპორტს. MKL ამერიკას აქვს საკუთარი 4 ავტოსადგომი ამერიკის პორტებთან, სრულად გამართული მიწოდების სერვისი და მზარდი გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
საქართველოში წარმომადგენლობა 2 წელზე მეტია ოპერირებს და მისი სერვისის მომხმარებლების პორტფელი ყოველდღიურად იზრდება.
MKL საქართველოს ესაჭიროება გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგის გუნდთან აქტიური ჩართულობა;
** კამპანიების დაგეგმვა და დაორგანიზება;
** გაყიდვების გუნდთან მუშაობა;
** საცალო მომხმარებელთან კომუნიკაციის ჯაჭვის გამართვა;
** გაყიდვების გუნდის KPI დაგეგმვა ყოველთვიურად;
** საბითუმო მომხმარებლების ბაზის მოძიება და კომუნიკაციის დამყარება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი გაყიდვების არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით;
** მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი;
** არსებულ მომხმარებლებთან პოსტ-სეილ კომუნიკაციის დაგეგმვა და გამოვლენილი ხარვეზების რეპორტინგი ლოგისტიკის გუნდთან.
კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა;
** სასურველია, მსგავს სფეროში გამოცდილება;
** ავტომანქანების მოდელებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოდელების შესახებ ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური ;
** CRM და საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3; ბათუმი, ანატოლი კაჭარავას #5.
ანაზღაურება: ფიქსირებულს +ბონუსი, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ მისამართზე: info@mklshipping.ge
კომპანიის ვებგვერდი: https://mklshipping.ge
კომპანიის სოც. მედია: https://facebook.com/MKLSHIPPINGLTD
|
|
|
|