Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 11 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.

კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:30-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, და სხვ.) სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება;
** ყოველკვირეული და თვიური კონტენტის კალენდრის შედგენა და მისი მართვა;
** აქტიური მუშაობა კონტენტის შექმნაზე
** ქსელში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის პოპულარიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია (Facebook Ads Manager და სხვა ხელსაწყოებით);
** შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სოციალური მედიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 -წლიანი გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიებთან მუშაობის გამოცდილება (Meta Ads, Google Ads ჩათვლით სასურველია);
** ქართულად გამართულად წერის უნარი;
** ფოტოსა და ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის ცოდნა (Canva, CapCut ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური უნარების ფლობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და თვითორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სოციალური მედიის მენეჯერი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე