|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ომნია ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისნის რაიონი
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 საათამდე (შესვენება 1 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამსაქმებელი: დეველოპერული კომპანია ომნია ჯორჯია
სამუშაოს აღწერილობა:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება კომპანიის ბიზნეს მიზნების შესაბამისად;
** მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების ბაზრის ანალიზი;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სოციალური მედიის არხების მართვა;
** გაყიდვების გუნდისთვის აუცილებელი მარკეტინგული მასალების შექმნა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
** ღონისძიებების და სხვა ადგილობრივი სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** KPI-სკონტროლი, შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, სასურველია B2C ინდუსტრიის სფეროში;
** ვებსაიტის კონტენტის მართვის უნარი;
** ძლიერი პროექტების მართვის უნარები;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სოციალური მედიის (facebook, Instagram, Tik-Tok, Linkedin და სხვა) მართვის გამოცდილება
** სასურველია ქოფირაითინგის გამოცდილება.
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@omnia.ge და გთხოვთ, თქვენი ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
|
|
|
|