Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684776&print=yes&view=jobs
 
ღონისძიებების მენეჯერი - სიღნაღი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

მდებარეობა: სიღნაღი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებზე, მოთხოვნების სწორად და ეფექტურად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** მენიუს განახლებასა და გაყიდვებზე ზრუნვა, სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირებისა და დაკვირვების ანალიზის გათვალისწინებით;
** მარაგების ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
** სტანდარტული ოპერაციული პროცედურების კარგად ცოდნა და სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
** ღონისძიებების უზრუნველყოფა აკურატულობის, წესრიგისა და ავთენტურობის დაცვით;
** სტუმრებთან და ღონისძიებებში ჩართულ დაკავშირებულ პირებთან პროფესიონალური, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება;
** მუდმივი ზრუნვა ახალი იდეების შემუშავებაზე, სამუშაო პროცესების განვითარებასა და სტუმრების ახალი სეგმენტების ათვისებაზე;
** ჯგუფური ჯავშნებისა და ვიზიტის ფარგლებში, ყველა პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, ნომრების დაჯავშნის, გასვლის, ღონისძიების, კონფერენციის, კვების, გადახდების და ნებისმიერი დამატებითი აქტივობის ჩათვლით;
** BEO-ების მომზადება და სტუმრებთან, დაკავშირებულ პირებთან შესაბამისი კონტაქტის დამყარება;
** მომსახურების შესრულების შემდეგ, სტუმრების კმაყოფილების დადგენა და მოწოდებული ინფორმაციისა და გამოხმაურების თვალყურის დევნება;
** საბანკეტოს გუნდის მუდმივი სწავლებისა და ტრენინგების უზრუნველყოფა;
** საბანკეტო აღჭურვილობისა და მალფუჭებადი პროდუქტების ინვენტარიზაციის კონტროლი;

საკვალიფიკაციო და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** F&B სტანდარტების, ღვინისა და სასმელების მომსახურების, ჰიგიენის და უსაფრთხოების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ღონისძიებების მენეჯერი"

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია