Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684673&print=yes&view=jobs
 
შემომავალი ოპერაციების ცვლის უფროსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემომავალი ოპერაციების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შემომავალი ოპერაციების ცვლის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
დასვენების დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N19

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატვირთო ავტომანქანების საწყობში შემოსვლის მონიტორინგი;
** საწყობში შემოსული სატვირთო ავტომანქანების რიგის მართვა და მისადგომების განსაზღვრა;
** გადმოტვირთვის პროცესის მართვა;
** თანამშრომლების განაწილება შემოსული ავტომანქანების შესაბამისად;
** მიღებული პროდუქციის კომპანიის შიდა მოთხოვნებთან და მარეგულირებლის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან (ანოტაცია, სარეალიზაციო ვადა, ტემპერატურული რეჟიმი და სხვა) შესაბამისობის კონტროლი.
** შემოსული პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი, მათ შორის პროდუქციის რაოდენობისა და წონის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის შემოწმება; აღმოჩენილი უზუსტობების შემთხვევაში, ხარვეზის დროული გამოსწორების უზრუნველყოფა.
** პროდუქციის დასაწყობება დადგენილი წესის მიხედვით;
** მიმდინარე დავალებების დელეგირება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე და მათი შესრულების კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან ტექნიკური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად?

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: Recruiting.warehouse@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შემომავალი ოპერაციების ცვლის უფროსი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  10 დეკემბერი, 2025 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია