Робота для біженців з України
წყალმომხმარებელთა ორგანიზაც, განვითარ. წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალმომხმარებელთა ორგანიზაც, განვითარ. წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (წმო-ების) განვითარების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე

განათლების დონე:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში (კომუნიკაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციოლოგია), საჯარო მართვაში ან სხვა შესაბამის სფეროში.
** სასურველია დამატებითი კურსები/ტრენინგები კომუნიკაციის, ან პროექტების კოორდინაციის მიმართულებით.
** ინგლისური ენის ცოდნა — B2 დონე ან მეტი (აუცილებელი მოთხოვნა).

პროფესიული გამოცდილება:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, პროექტების კოორდინაციის ან მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მიმართულებით.
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ფერმერებთან, სოფლის მოსახლეობასთან ან სამოქალაქო ჯგუფებთან.

სპეციალური ცოდნა:

** Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** PowerPoint-ში მუშაობის კარგი უნარი.
** მცირე კვლევების, კითხვარების და ანგარიშების შედგენის უნარი.
** უპირატესობად ჩაითვლება მელიორაციის სექტორის სპეციალური ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები (როგორც წერითი ასევე ზეპირი)
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემური საკითხის გადაჭრის უნარი

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 09.12.2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების წამყვანი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე