|
დასახელება:
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Korter
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
Junior Sales Manager (remote)
მოგესალმებით ყველას,
მე ვარ ვადიმ სერგეევი, კომპანია "Korter"-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი. 2 წლის წინ ჩვენ საიტზე გავავრცელეთ მეორადი უძრავი ქონების მიმართულება, გავხდით ყველაზე სწრაფად მზარდი განცხადებების საიტი საქართველოში. ახლა ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება საქართველოში არსებული რიელტორების ჩვენს პლატფორმაზე მოზიდვაში.
"Korter" - ეს უკრაინული პროპტექ-სტარტაპია. ჩვენ ვქმნით და ვმართავთ საიტებს და მობაილ აპლიკაციებს, რომლებიც ეხმარება ჩვენს კლიენტებს უძრავი ქონების შეძენაში პირდაპირ დეველოპერისგან, ახლა კი მეორად ბაზარზეც. ჩვენი პროდუქტები წარმოდგენილია მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ჩვენი მიზანია - დავეხმაროთ ადამიანებს მათი მომავალი სახლის ონლაინ არჩევასა და ყიდვაში. კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიღება შეიძლება საიტზე https://korter.com/.
ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ფასიანი განცხადებების გამოქვეყნება და ამ სერვისის პოპულარობა ყოველთვიურად იზრდება, ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რეალტორებისთვის ჩვენ შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შედეგს სწრაფად გამოიღებს.
ვის ვეძებთ:
** გაყიდვების, ქოლცენტრის ან მხარდაჭერის სფეროში სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომელს;
** მას, ვისაც გამოსდის კონტაქტის დამყარება და რთული საკითხების ახსნა მარტივი სიტყვებით;
** ვისაც აქვს შედეგის მიღწევის მოტივაცია;
** ვინც სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას და საშუალოდ (ესმის/შეუძლია მარტივი დიალოგის დამყარება) ინგლისურ და რუსულ ენებს.
რას გააკეთებთ ამ პოზიციაზე:
** რეალტორებთან დაკავშირება, ჩვენი სერვისის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, საიტზე რეგისტრაციის შეთავაზება და იმის გატესტვა თუ როგორ მუშაობს და რა შედეგს იძლევა;
** CRM სისტემაში ინფორმაციის შეყვანა.
ჩვენ უზრუნველყოფთ ყველაფერს, რაც გვჭირდება ეფექტური მუშაობისთვის:
შეთავაზებები რეალტორებისთვის, კონტაქტების ბაზა, გაყიდვების სკრიპტები, პროდუქტის შესწავლის ტრენინგი და მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი პროგრამული უზრუნველყოფა.
რა გარანტიას გაძლევთ:
** სამოტივაციო სისტემა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდს;
კომპანიის შიგნით სწავლისა და განვითარების საშუალებას.
ღიაა მხოლოდ ერთი ვაკანსია, გვსურს რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ მენეჯერი, ამიტომ მოუთმენლად ველით თქვენს რეზიუმეს!
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ამ ელფოსტაზე job@korter.com
|
|
|
|