|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
OnePrice
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
მაღაზიათა ქსელი OnePrice არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
OnePrice აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ, შესაბამისი დავალებების მიცემა და აღსრულების კონტროლი;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
** სააქციო პროდუქციის სწორად განლაგებისა და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ვადების კონტროლი და შესაბამისი ზომების მიღება;
** მაღაზიის ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ხარვეზის/პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუშაობის განრიგის განსაზღვრა და მისი დაცვის უზრუნველყოფა; მაღაზიის სასაქონლე ნაშთების მართვა და ინვენტარიზაციის დროულად ჩატარების უზრუნველყოფა;
** ფილიალში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
** მომხმარებელზე ფოკუსირება;
** დროის მართვის უნარი;
** რუსული ანდა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|