|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ქართული კვების კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "ქართული კვების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, ქ. თბილისში (ისანი-სამგორის რაიონი - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი).
ფუნქცია/მოვალეობები:
** უზრუნველყოს პროდუქციის გადაადგილება, კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით;
** გადაადგილდეს ქალაქის ქუჩებში წესების დაცვით;
** უზრუნველყოს კომპანიის ავტომობილის სისუფთავე.
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (აქედან 1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: დღიური / 60.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებით უზრუნველყოფას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfc.ge, 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
|
|
|
|